მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტორები, რაც მამუკა ხაზარაძის აზრით, ლარს აუფასურებს

5f661dbfe3a5f
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 20:02
1709
ყოფილი ბანკირი, „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე Forbes Talks-ში ლარის კურსზე ნეგატიური გავლენის მქონე ფაქტორებს ასახელებს. მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკას გავლენა აქვს როგორც ლარზე, ასევე განწყობებზე.

ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ბიზნეს წრეებში ბოლო წლების ტენდენციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ბიზნესმა დაკარგა ხალისი".


„ლარს აუფასურებს გაურკვევლობა, ლარს აუფასურებს ეკონომიკის ერთ ადგილზე გაჩერება, ლარს აუფასურებს ეროვნული ბანკის არაკომპეტენტურობა და მისი პრეზიდენტის, ლარს აუფასურებს გაჩერებული რეფორმები.

მოლოდინები მართვადი არ არის, იმიტომ ვართ ამ სიტუაციაში. სტაბილურობა რა არის? სტაბილურობა არის, მე როცა ვიცი ხვალ როგორ განვვითარდები. სტაბილურობა არ არის ერთ ადგილზე გაჩერება. 9 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდამდეა ასული საგარეო ვალი და არ შეცვლილა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, იგივეა, რაც 8 წლის წინ იყო. არ გაზრდილა მშპ ვალუტაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მიდის უკან. როცა ქვეყანა მიდის უკან, ბიზნესი იმ წუთში ამბობს, რომ აქ არ არის ბიზნესის კეთების საშუალება.

ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მითხრა, რომ ახლა დავაკვირდი შენს სიტყვებს, რომელიც ერთ-ერთ გამოსვლაში მითქვამს, „ბიზნესმა დაკარგა ხალისი“. ეს არის ძალიან მნიშვნელივანი რაღაც. როცა ყველასთვის მოტივაცია ვარდება და ამ დავარდნას იწვევს გაჩერებული სახელმწიფო პოლიტიკა, შესაბამისად ეს გადადის ლარზეც და გადადის განწყობაზე, გადადის გაჩერებულ ობიექტებში და რაც მთავარია, გადადის ფულის გადინებაში ქვეყნიდან.

ქართველი ბიზნესები რამდენიმე წლის განავლობაში ფულს რიცხავენ უცხოეთის ბანკებში იმიტომ, რომ მათ აღარ სჯერათ საქართველოს ეკონომიკის განვითარების. ეს არის ყველაზე ცუდი ტენდენცია. რომელ ემიგრაციის დაბრუნებაზეა საუბარი, როცა ბიზინესმენს, რომელიც მთელი ინფრასტრუქტურით არის მიბმული ამ ქვეყანაზე, არ აქვს გეგმა, რომ იქიდან ამოღებული თანხის რეინვესტიცია მოახდინოს და აკეთებს აკუმულირებას სხვა ქვეყნის ეკონომიკაში“-აცხადებს ხაზარაძე.