მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტორები, რომელმაც „სილქნეტის“ $300 მლნ ევრობონდებზე მაღალი ინტერესი განაპირობა - ილია ენუქაშვილი

61fa8ac33adda
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.22 21:50
1043
„სილქნეტმა“ 300 მლნ დოლარის 5-წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. პირველ 2019 წლის ემისიასთან შედარებით ახალი ევრობონდები 100 მლნ დოლარით მეტი მოცულობის არის და საპროცენტო განაკვეთი 11-დან 8.375%-მდეა.

აღნიშნულ საკითხზე „სილქნეტის“ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა ისაუბრა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და ის ფაქტორები დაასახელა რამაც ევრობონდების წარმატებით განთავსება განაპირობა. მისი თქმით, ეს ფაქტი კომპანიისთვის დიდი წარმატება იყო, განსაკურებით რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო კაპიტალის ბაზრებზე საკმაოდ არეული სიტუაციის პირობებში.

„სილქნეტის“ ფასიან ქაღალდზე მაღალ მოთხოვნის მიზეზად კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ბაზარზე გასვლა და რეგიონიდან პირველი კომპანია ვიყავით, რომელიც 2022 წელს ბაზარზე გამოვიდა. ევროობლიგაციების ბაზარზე სტაგნაცია შეინიშნება, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის ინვესტორების ბაზის მოზიდვა მოვახერხეთ. გვყავს ამერიკელი, ბრიტანელი და ასევე ქართველი ინვესტორები. არიან ისეთი ინვესტორები რომლებმაც ქართულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება პირველად განახორციელეს და ისეთი მსხვილი ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც ძალიან იშვიათად აკეთებენ ინვესტირებას, მაგრამ გვენდნენ და „სილქნეტის“ ობლიგაციებში ინვესტირება მოახდინეს. ამავე დროს იყვნენ ისეთი ინვესტორებიც, რომლებმა გადაწყვიტეს რომ რეგიონში ახლა ინვესტირება არ უნდათ.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად მოთხოვნა 0.5 მლრდ-ზე ავიდა და ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში ეს არის კომპანიის წარმატებული მუშაობის შედეგი, მათ შორის პანდემიის პერიოდში მასიური ინვესტიციები, რომელიც ჯეოსელის ყიდვის შემდეგ განვახორციელეთ, როგორც მობილური ქსელში, ასევე IT ტრანსფორმაციაში. ჩვენ ვნერგავთ GIGA Bit LTE-ს და ძალიან მალე საქართველოში ქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოვიცავთ, ზუსტად ეს არის ინვესტორებისთვის ინვესტირებისას იმედის მომცემი.

გამჭირვალობა და ინვესტორებთან აქტიურმა მუშაობამ ობლიგაციების წარმატების განთავსების საშუალება მოგვცა. ასევე არის მარეგულირებელი გარემო. ბოლო პერიოდში ოპერატორებსა და მარეგულირებელს შორის ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ევროობლიგაციების წარმატებით განთავსება განაპირობა, საცალო ბაზრის რეგულირებიდან მარეგულირებლის გამოსვლაა, რითიც ევროპულ პრაქტიკას დავუბრუნდით.
ინვესტორების მხრიდან მკაფიო იყო მათი ყურადღება რეგულაციების მიმართ, რომელშიც ჩვენ ვოპერირებთ.

მინდა აღვნიშნო რომ მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა როგორიცაა ლარის კურსის სტაბილურობა, ბოლო 8-9 თვის განმავლობაში ამანაც დადებითი როლი შეასრულა. ისევე როგორც მანამდე 2019-2020-2021 წლებში ლარის კურსის გაუფასურებამ საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა კომპანიაზე“, - განმარტა ენუქაშვილმა.