მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაქტორები, რომელთა გამოც გერმანიაში დასაქმების პროგრამამ ვერ იმუშავა - ეკონომისტის მოსაზრება

61800b9f0b545
ანუკა ჯოხაძე
02.11.21 00:00
728
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყო.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველი ჯგუფი გერმანიაში 14 აპრილს გაემგზავრა, დღეის მდგომარეობით კი სულ 271 საქართველოს მოქალაქე დასაქმდა.

როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი აცხადებს, პროგრამა თავიდანვე არათანმიმდევრულად დაიგეგმა. მისი განმარტებით, აპლიკანტებს პროგრამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად მათი მოლოდინები რეალობას არ დაემთხვა. ამის გამო გერმანიაში ერთ ჯგუფთან მიმართებით პრობლემებიც კი შეიქმნა, რამაც პროგრამის მომავალს საფრთხე შეუქმნა.

“როცა ასეთი პროგრამები იგეგმება, ყველა დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არ ყოფილა ნაჩქარევად დაგეგმილი პროექტი, ამის დრო იყო. როგორც ჩანს არც წასვლის მსურველებს ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მიღებული რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ ან რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინათ. ამ ნაწილში მონაწილეების ინფორმირება ცალსახად საქართველოს მხარის ვალდებულება იყო. ცუდი ამბავია, რაც მოხდა გერმანიაში დასაქმების მიზნით წასულ ერთ-ერთ ჯგუფთან მიმართებით. ასეთი რაღაცაც გამორიცხული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს იყო სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საგანი. შექმნილმა პრობლემებმა კი დააზიანა, როგორც პროგრამის მომავალი, ისე რეპუტაცია”-აცხადებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

ამასთან, ბერიკაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს პოლიტიკა ლეგალურ დასაქმებასთან მიმართებით შესაცვლელია. მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ქვეყანა ადგილობრივ მუშა ხელს საზღვარგარეთ სამუშაოდ უშვებდეს, ისინი უნდა გადაამზადოს და მათთვის ადგილზე სამუშაო ადგილები შექმნას.