ფარმაცევტები იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა არის და საჭიროა მეტი ფარმაცევტის მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ექიმებისაც, - ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს-ასოციაციის წევრების შეხვედრამდე განუცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი წინადადება, რომელსაც „ავერსის“ სახელით პრემიერთან შეხვედრაზე დააყენებს, სწორედ გადამზადების საკითხი იქნება.
„დღეს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების მხრიდან განიხილება გასული წლების შედეგები. ძალიან სასიხარულოა, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ბიზნესში ამას ვგრძნობთ პირველ რიგში იმით, რომ გაზრდილია მომხმარებლის რაოდენობა, გაზრდილია მოთხოვნა მუშახელზე, პირადად ჩვენ ყოველდღიურად მეტ ადამიანს ვასაქმებთ.
პირველი წინადადება ბიზნესის მხრიდან რაც იქნება, მეტი კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფომ სპეციალობების მიხედვით მოქალაქეების მომზადებას, ვინაიდან ყველა ბიზნესს ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს შრომის ბაზარზე და მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით. მაგალითად, ფარმაცევტები იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა არის და საჭიროა მეტი ფარმაცევტის მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ექიმების. მიმაჩნია, რომ ჩვენი წინადადება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გაზრდილია მოთხოვნა შრომის ძალაზე და იზრდება მათი ანაზღაურებები“, - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება