მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტულ კომპანიას და სამედიცინო პერსონალს შორის ნებისმიერ გარიგებას კანონი კრძალავს - გაბუნია

605c5548e0aa3
ინგა მურუსიძე
25.03.21 20:41
749
ფარმაცევტულ კომპანიას და სამედიცინო პერსონალს შორის ნებისმიერ გარიგებას კანონი კრძალავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ექიმებს პაციენტებისთვის მედიკამენტების დანიშვნის სანაცვლოდ, ბენეფიტებს სთავაზობენ, მათ შორის ფინანსურს.

„ჩვენი მთავარი მექანიზმი არის კანონმდებლობა, რომელიც სამედიცინო პერსონალს და ფარმაცევტულ ბიზნესს შორის ნებისმიერი სახის გარიგებას კრძალავს და არ უშვებს. თუ ასეთი შემთხვევა ჩვენამდე მოვიდა, რეაგირება გვაქვს, მაგრამ სხვა შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროფესიული ჯგუფების აქტივობა და ის, რომ მსგავსი ჯგუფები არ დაუშვან კლინიკებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით კანონმდებლობა საფუძვლიანად გადაიხედოს და ჯანდაცვის კომიტეტი მზად არის, ეს საკითხი გაააქტიუროს. თამარ გაბუნიას თქმით, საკითხის განხილვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება.