მთავრობის მეთაური ფარმაცევტულ დარგში რეგულაციებს აანონსებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ წლის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე სრული ქაოსია და უკონტროლო მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. აღსანიშნია ისიც, რომ მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ გზად ის სამედიცინო ჰოლდინგების დაშლას ხედავს. "არსებობენ კომპანიები, რომელთაც აქვს საწარმო, აწარმოებენ მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას დღეს საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სესიაზე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, სადაც დიმიტრი ხუნდაძემ "მონოპოლისტური ვერტიკალების" დაშლაზე და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა.
"წამალზე გაზრდილი ფასები ყველაზე მძიმედ აწევს მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც ყველაზე ხშირად მოიხმარს ფარმაცევტულ პროდუქტს და მისი ფასები აბსოლუტურად შეუსაბამოდ იზრდება. რაც მნიშვნელოვანია, აქ მონოპოლისტური ვერტიკალები უნდა დაიშალოს და გაიზარდოს მედიკამენტების როგორც გეოგრაფიული, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა - ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების ფონზე"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რამდენად რეალურია ჰოლდინგების დაშლის შედეგად მედიკამენტების გაიაფების შესაძლებლობა და ზოგადად, როგორ შეიძლება შეფასდეს ფარმაინდუსტრიაში დაანონსებული თამაშის ახალი წესები, რაზეც ჯერ თავად ბაზრის მონაწილეებმა ბევრი არაფერი იციან, პრემიერის და ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირების განცხადებები საზოგადოებაში არსებულ ამ კითხვებს ჯერ პასუხებს არ სცემს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი