მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული რეფორმა, რომელიც დღეს დაანონსდა, ახალი არაა - გიორგი გოცაძე

61ccc1f825dee
თამთა ჯიჯავაძე
30.12.21 00:42
618
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი გიორგი გოცაძე გადაცემა Forbes Health-ში აცხადებს, რომ ახლახან დაანონსებული ფარმაცევტული რეფორმა ახალი არ არის, ის უკვე არაერთხელ დაანონსდა, თუმცა, ვერ განხორციელდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა „ლიდერშიფმა“ კიდევ ახალი დღის წესრიგი შექმნას.

„ფარმაცევტული რეფორმა, რომელიც დღეს დაანონსდა, 2013 წლიდან ბევრჯერაა დაანონსებული, დღეს ახალი არაფერი არ თქმულა. კონკურენციის სააგენტოს 12 გვერდი დააწერინეს, რომელზეც სამი წელიწადი მუშაობდნენ, ცოტა სირცხვილია, ამის საფუძველზე მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთოს ფარმაცევტული სექტორის მიმართულებით.

პანდემიასთან ბრძოლასა და პოლიტიკურ ბატალიებში, ფუნდამენტური საკითხები რჩება გვერდზე. ამას გარდა, ახალმა ლიდერშიფმა სამინისტროში, შესაძლოა, კიდევ ახალი დღის წესრიგი დააყენოს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, პრემიერმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებები იქნება, მათ შორის - საკანონმდებლო. ეს განსაკუთრებით ეხება მედიკამენტების ფასებს.

მაქვს დაგეგმილი 2-3 ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტებს ფასებს, ბაზარს დავარეგულირებთ - ღარიბაშვილი