22.ივნისი .2021 16:36

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტომ ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
views 174
უკან

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ქვეუწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საწარმოებში სანებართვო პირობების მონიტორინგის ახორციელებს.

„ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.

საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.