მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ინფექციურ საავადმყოფოს PCR დიაგნოსტირების აპარატი გადასცეს

5e95d464e1c18
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 22:15
818
ფარმაცევტულმა კომპანიებმა ინფექციურ საავადმყოფოს PCR დიაგნოსტირების აპარატი გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ ავრცელებს.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ეს აპარატი მედიკოსებს საშუალებას მისცემთ COVID-19-ის კვლევა ოქროს სტანდარტით ჩაატარონ.

„სამწუხაროდ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ყველა ადამიანი თავის შესაძლებლობის და პროფესიის ფარგლებში ცდილობს თავის წვლილი შეიტანოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ ბრძოლაში არ არსებობს მცირე და დიდი თანადგომა, ყველას წილი დიდია, ფიზიკური იქნება ეს თუ ინტელექტუალური, ფინანსური თუ კანონმორჩილების კუთხით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ააიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის“ და წევრი კომპანიების „პსპ ფარმა“- გენერალური სპონსორი, შპს „გეა“, შპს „გლობალფარმი“, შპს „იმპექსი“ , შპს „მერმისი“, შპს „ფარმაცევტული სახლი ", შპს „ნიუ ჯორჯია-555“, შპს “თრეიდ მარკეტინგი” , შპს “ვორლდ მარკეტინგი” ერთობლივი ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს დღეს საჩუქრად გადაეცა COVID 19 -ის PCR დიაგნოსტიკისათვის, Real Time PCR system machine“ აპარატი , რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მედიკოსებს , ნებისმიერი მწარმოებლის მიერ შექმნილი PCR ტესტით ჩაატარონ COVID-19 -ის კვლევა ოქროს სტანდარტით, სწრაფად და ეფექტურად“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.