კონკურენციის სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის შემდეგ 4 ფარმაცევტული კომპანიის კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, „მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მედიკამენტების ბაზარზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებასა და ფასწარმოქმნის ნაწილში ე.წ. „კარტელური გარიგების“ მიმართულებით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური bm.ge-სთან განმარტავს, სამინისტროს გონივრული ეჭვი აქვს, რომ კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ.
„ყველა ქვეყანაში, სადაც განხორციელდა რეფერენტული პოლიტიკა, ყველა ქვეყანას აქვს გამოცდილებები, მათ შორის მსგავსი გამოცდილებები, თუ როგორ იქცევიან ფარმაცევტული კომპანიები იმისთვის, რომ გვერდი აუარონ რეფერენტულ პოლიტიკას და დაიტოვონ ის მარჟები, რომელიც მანამდე ჰქონდათ. ჩვენ ეს რისკები გააზრებული გვქონდა. არ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი ფაქტები მოხდა, თუმცა აქ გასაოცარი და გასაკვირვებელი არის ის მასშტაბი, რა მასშტაბითაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ასეთი ფაქტები მოხდა.
პირველ რიგში გასაკვირი არის ის, რომ პირველივე დღეს გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა და იმ მედიკამენტებზე, რომელიც რეფერენტულ ფასზე ბევრად იაფად იყიდებოდა, საუბარია თურქულ მედიკამენტებზე, ფასები აუწიეს მაქსიმალურ ზღვარამდე. ამ გაძვირების უკან არანაირი ეკონომიკური გათვლა/გაანგარიშება არ არსებობდა, რაც მიუთითებს იმას, რომ თავიანთი ჰოლდინგური მდგომარეობა და ბაზრის წილი გამოიყენეს იმისთვის, რომ უბრალოდ გაეძვირებინათ [წამლები].
გარკვეულ მედიკამენტებზე სამ და ოთხ მიმწოდებელს ზუსტად ერთი და იგივე ფასი აქვს დაფიქსირებული. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არსებობს გონივრული ეჭვი იმის, რომ არსებობს გარიგება და არაკეთილსინდისიერად იყენებენ თავიანთ მდგომარეობას ბაზარზე, რომ გააძვირონ მედიკამენტები. მივმართეთ შესაბამის ორგანოებს. მათ მოკვლევა უკვე დაიწყეს, შესაბამისად კანონმდებლობის ფარგლებში ისინი აუცილებლად რეაგირებას გააკეთებენ.
ჩვენ ვმოქმედებთ გონივრული ეჭვის საფუძველზე, რაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ის რაც ჩამოვთვალე, არის საკმარისი საფუძველი, რომ მიგვემართა შესაბამისი ორგანოებისთვის“,-აცხადებს ილია ღუდუშაური.
„იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დარღვევა დადასტურდება, კომპანიების მიმართ გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც გულისხმობს დამრღვევი კომპანიისთვის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობის თანხის დაკისრებას“- განმარტავს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს