მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება - სამინისტრო ფერმერებს ჩართულობისკენ მოუწოდებს

611b560585548
BM.GE
17.08.21 10:18
882
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს. დღეიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დასახლებების ტერიტორიებს თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებს.

უწყების ცნობით, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თვითმმართველობებთან ერთად 24 საათით ადრე უზრუნველყოფს მოსახლეობის და, მათ შორის, მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებას დეგეგმილ შეწამვლებთან დაკავშირებით. ინფორმაცია ასევე განთავსდება ვებგვერდზე:parosana.ge

ამავდროულად, გრძელდება სიმინდის ნათესი ფართობების დამუშავება მცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიის გამოყენებით.

დღეისათვის მავნებლის საწინააღმდეგოდ სულ დამუშავებულია 37236,5 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 28818 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 5754 ფერომონიანი დამჭერი.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ პერიოდში შეინიშნება ახალი თაობის ინდივიდების სიმრავლე. სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ერთად ფერმერების ჩართულობა. მათ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში, მათ შორის, თხილის ბაღებში, უსაფრთხოების წესებისა და პრეპარატების ლოდინის პერიოდის დაცვით უნდა ჩაატარონ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მოსავლის აღებამდე",- ნათქვამია ინფორმაციაში.