გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ მიაწოდა. ოთარ შამუგიამ და მხარის რწმუნებულმა ცენტრში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს.
„ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით წელს ვგეგმავთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ფერმერებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ფერმერებთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეგვეტანა პროცესში და მავნებლის რაოდენობის შემცირებისთვის მიგვეღწია. სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, წელსაც იაქტიურონ ფერმერებმა. მათი ჩართულობით, მაქსიმალურად შევამცირებთ ზიანს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ფაროსანასთან ბრძოლა ორი ეტაპისგან შედგება. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მონიტორინგი, რომლის შედეგების ანალიზის მიხედვით დაიგეგმება ფართობების შეწამვლის დაწყების ვადა და კონტროლის ღონისძიებები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მობილიზებულია 250-მდე ერთეული ტექნიკა და დანადგარები. მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში 31 მილიონი ლარია განსაზღვრული.
უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 2017 წლიდან მიმდინარეობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. 2017 წლიდან განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა როგორც მავნებლის რაოდენობა, ასევე დასამუშავებელი ფართობების მასშტაბი; თუკი 2018 წელს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა 790 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა, 2021 წელს, დასამუშავებელი ფართობის რაოდენობამ 186 000 ჰექტარი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი