მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა

608685d382b66
BM.GE
26.04.21 13:16
562
შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 48 საათში უწყებამ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. მათგან 3 ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.

შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარს ითვალისწინებს.

ამასთან, 23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა.