მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფართოვდება PCR-ტესტების გამოყენება - ამირან გამყრელიძე

5e9f001b56e0d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.20 20:50
1366
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანას PCR-ზე დამყარებული ტესტების საკმაო მარაგი აქვს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ჯგუფებზე მოხდება ვირუსის იდენტიფიცირება ტესტირების ამ მეთოდით.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა არსებულ მდგომარეობას კარგად უმკლავდება.

„ფართოვდება თანდათან PCR-ზე დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია ქვეყნაში უკვე შექმნილი. ამას მერე სხვადასხვა გადაცემებში მოგაწოდებთ, თუ რა ჯგუფებზე გაფართოვდება ეს, რომ ადრეულ ეტაპზე რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები, თუ ისინი ინფიცირებულები არიან. მაგრამ დღეს უკვე ჩვენ საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ, ქობულეთში, ბოლნისში და ძალიან მიხარია, რომ შერჩევითი პრინციპით 300 ადამიანს, რომ იკვლევ და იქ 0 გაქვს შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ის ყველაფერი, რაც განვახორციელეთ, მაგრამ 1 წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ წინ კიდევ გვექნება შემთხვევების ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ათეული ყოველდღიურად, რამდენიმე ასეული შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის.

ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება, 408 ინფიცირებულს გამოაკელით 97, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა, იმ ადამიანებს, ვინც დღეს კლინიკებში ბრძანდებიან, ყველაფერი ეძლევათ მათ რას საჭიროა და ამიტომ არის შედარებით ნაკლები დაზიანების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.