მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასანაურში მდებარე რესტორანი "გუდა" დროებით მუშაობას წყვეტს

5e6e3232b8ebe
BM.GE
15.03.20 18:20
2982
ფასანაურში მდებარე რესტორანი "გუდა", კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ რესტორნის ადმინისტრაცია Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"ძვირფასო სტუმრებო, მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზას ვერ ვხედავთ.

ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა, რომ არ ვიყოთ რგოლი, თუნდაც ერთი ადამიანის დასნებოვნებაში და ხელი არ შევუწყოთ ინფექციის გავრცელებას (რომელთან ბრძოლის ალტერნატიული გზა, პირდაპირი კომუნიკაციის შეწყვეტის გარდა, ჯერჯერობით არ არსებობს).

არც ყვავილებია სასიცოცხლო მნიშვნელობის და არც რესტორანი. ჩვენც გაგვიჭირდება და ჩვენს თანამშრომლებსაც, თან ძალიან (ბევრ მიზეზთა გამო).

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ობიექტს არ აკლდა არც სადეზინფექციო ხსნარი, არც ხელთათმანი და არც ხელის დასამუშავებელი, როგორც @camellia_flowers_art_salon , ასევე Restaurant Guda • რესტორანი გუდა შეწყვეტს მუშაობას, ხვალიდან, 2 კვირით, მერე ვნახოთ... იმედია, ყველანი ერთად, დავამარცხებთ, მოვერევით, მალე ისევ შევხვდებით და კიდევ უფრო მაგარ ქვეყანაში განვაგრძობთ შრომას (ამ გამოცდილებით), უფრო ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად", – ნათქვამია განცხადებაში.