მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასები იზრდება მთელ მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება - ოთარ შამუგია

633addd3f24f9
ინგა მურუსიძე
03.10.22 17:19
636
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, ფასების შემცირების მოლოდინი იყოს და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, მიგრანტების ნაკადი ახდენს თუ არა გავლენას ინფლაციაზე.

„ფასების ზრდის ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეკონომიკაში ორნიშნა ზრდაა და ეს ნიშნავს, რომ „გვაქვს მეტი შემოსავალი".

„გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს, მათ შორის, ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მეტი შემოსავალი ნიშნავს მეტ საშუალებას, მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ფერმერებს და მოსახლეობას დავეხმაროთ და ეკონომიკას მივცეთ მეტი სტიმული“, - განაცხადა მინისტრმა.