მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასების დაწევა მოგვიწევს“ - ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“

60257f9df2105
თამთა ჯიჯავაძე
11.02.21 23:11
1013
ტურისტული კომპანიის „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, რომ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა სურთ და შეთავაზებისას უარს არ ამბობენ. ამასთან, როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ აღნიშნა, წელს ფასები ზოგადად ყველგან დაიწევს და საქართველოშიც ამ მხრივ კლებაა მოსალოდნელი.

„პირობითად რა კონტრიბუციასაც ტურიზმი 30%-იანი დატვრითვის შემთხვევაში ახერხებდა 2019 წელს, 2021 წელს იგივე კონტრიბუცია ვერ იქნება, ვინაიდან ფასების დაკლება მოგვიწევს. გარდა ამისა, შემცირდება ნაკადიც. თუმცა, მზაობა არის, ტურისტებს უნდათ ჩამოსვლა“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა.

მისივე თქმით, ტუროპერატორებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, მათ გადალაგებული აქვთ ტურები, მიმდინარეობს შეთავაზებები.

„ჩვენ ძირითად ისეთ ქვეყნებს უნდა მოვერგოთ, რომლებიც სწრაფად გადამწყვეტები არიან. მაგალითად, ინდოეთი. მავანი იფიქრებს, რა დროს ინდოეთია, როცა ასეთი მძიმე მდგომარეობა ჰქონდათო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათი რაოდენობა მილიარდს აჭარბებს და 2-3% ვაქცინირებული ინდოელი არის მაღალმხარჯველუნარიანი და ეს ის რაოდენობაა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია რაღაც გათვლა გავაკეთოთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა, ქვეყანაში დაკეტილია მთის კურორტები, მოქმედებს „კომენდანტის საათი“, ასევე ჯერჯერობით დახურულია რესტორნებიც თუ არ ჩავთვლით ბათუმში კვების ობიექტებს ღია სივრცეში.