გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილებით, სახელმწიფო ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს. დოკუმენტის თანახმად, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
"ანაგის" გენერალური დირექტორის შეფასებით, დადგენილება იმ სახით, რა სახითაც მთავრობამ გამოსცა, რეალურად "ვერ იმუშავებს".
"ეს დადგენილება, ამ შინაარსით, ვშიშობთ, ვერ მისცემს მშენებელს ზარალის კომპენსირების საშუალებას, რადგან უამრავ დაშვებაზეა მიბმული. ამ წესით ამ დადგენილების ამოქმედება, ვფიქრობთ, შეუძლებელი იქნება და აუცილებელია, ის დამუშავდეს და დაიხვეწოს იმდაგვარად, რომ პრაქტიკაში გამოყენებადი იყოს.
კოვიდის დროსაც სახელმწიფომ შემოგვთავაზა 619-ე დადგენილება, რომელიც თითქოსდა კონტრაქტის ღირებულების 20%-ის ფარგლებში აკომპენსირებდა გაძვირებული მასალის ღირებულებას, თუმცა იმდენი უზუსტობა იყო იმ დადგენილების და მის შინაარსში, რომ მისით ვერცერთმა სამშენებლო კომპანიამ ვერ ისარგებლა, ამიტომ ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით, ვხვდებით რიგ შეუსაბამობებს, რომელიც ჩვენი აზრით, გამოუყენებელს ხდის ამ დადგენილებას. ვერცერთი ჩვენი კოლეგა გაძვირებული მასალით მიყენებული ზარალის კომპენსირებას ვერ შეძლებს.
ეს დადგენილება თავიდან ბოლომდე ეყრდნობა საქსტატის ინდექსს. 10%-იანი ჩამკეტის შემოტანა კი კითხვებს იწვევს, რადგან თუ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინდექსი, სადაც თქვა, რომ გაუფასურება არის რაღაც ერთეული, მაშინ სახელმწიფომ ეს რატომ უნდა ჩაკეტოს რაღაც მისთვის მისაღები რაოდენობით, ეს გაუგებარია. თუ ინდექსების წესით მივდივართ, ზედა ზღვარს და ჩაკეტვას ახსნა არ აქვს. გამოდის, ერთის მხრივ სახელმწიფო ხედავს, რომ განიცადა მასალებმა გაუფასურება გარკვეული ინდექსით, თუმცა ამ ინდექსის მხოლოდ ნაწილზე აცხადებს თანხმობას კომპენსაციასთან დაკავშირებით.
მაშინ, როცა წინასწარ უცნობია, რა მოცულობის იქნება ინდექსი, თავიდანვე დავთანხმდეთ, რომ 10%-ით ანაზღაურება საკმარისი იქნება, ცოტა ბუნდოვანია. თუ სტატისტიკა ამბობს, რომ ჭეშმარიტად გაუფასურდა საქონელი, პირობითად 30-40%-ით, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ შეზღუდული გარკვეული ნაწილში კომპენსირებით, ეს არ მესმის", - აცხადებს ირაკლი გოგოლიშვილი.
ფასების ინდექსირების გადაწყვეტილება მხოლოდ ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად იქნა მიღებული და ის მხოლოდ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ სამუშაოებსა და 1-ელ მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებზე ვრცელდება.
ირაკლი გოგოლიშვილის პოზიციაა, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომელიც ბიზნესს გაზრდილ ხარჯებს დაუკომპენსირებს, ზოგადად, უნდა არსებობდეს. როგორც "ანაგის" გენერალური დირექტორი ამბობს, მსგავსი ტიპის წესი კერძო კომპანიებთან არსებულ გარიგეგებში ისედაც მოქმედებს და კარგი იქნება, ანალოგიური მიდგომა გრძელვადიან სახელმწიფო კონტრაქტებსაც შეეხება.
"ეს დადგენილება ამ კონკრეტული სირთულეებისთვის არის მიღებული და აკომპენსირებს იმ გარიგებებში წარმოქმნილ ფასთა სხვაობებს, რომელიც დადებული იყო ომამდე პერიოდში, თუმცა ჩვენი მოთხოვნაა, რაზეც მთავრობასთანაც იყო დიალოგი, რომ ეს იყოს არამხოლოდ ასეთი შემთხვევის დროს, არამედ გრძელვადიან სახელმწიფო კონტრაქტებში არსებობდეს ისეთი წესები, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ მასალის გაძვირების შემთხვევაში, დაიკომპენსიროს გაძვირებული ნაწილი და პირიქით, გაიაფების დროს სახელმწიფომ გარკვეული შეღავათი მიიღოს. ანუ ასეთი ერთიანი თამაშის წესი რომ არსებობდეს და არა ზოგადი, მორგებული რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზე. თუ მშენებელს ეცოდინება, რომ გაძვირების შემთხვევაში კომპენსირებას მიიღებს, თავდაპირველად, საკონტრაქტო ღირებულებასაც მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრავს.
მთავრობიდან მივიღეთ პოზიცია, რომ ამ საკითხზე მუშაობენ“, - ამბობს გოგოლიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ