გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდა "მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი, რუსუდან გიგაშვილიც.
როგორც გიგაშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მან შეხვედრაზე რამდენიმე გამოწვევა დაასახელა, რაც, მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მწვავედ დგას. მათ შორის არის კადრების დეფიციტი.
„დიდი გამოწვევაა ის, რომ საბრუნავი საშუალებები ძალიან გაძვირებულია… ფერმერის მდგომარეობა გაუარესებულია. შეხვედრაზე ამაზე იყო საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, კადრების გადინების გამო შრომის ბაზარზე შექმნილ გამოწვევაზე.
ჩვენს დარგში სპეციალისტების ნაკლებობა ისედაც პრობლემა იყო. ამჟამად საერთოდ კატასტროფა ხდება. ახლა კადრების დეფიციტს თან ქვეყნიდან ადამიანების მასობრივი გადინება ერთვის. ამ პირობებში რომელ სუბსიდიაზეა საუბარი, ვინაიდან სახელმწიფომ დარგს მხარი რაც არ უნდა დაუჭიროს, ეს კიდევ უფრო შეცდომაში შეიყვანს მას, ვინაიდან მუშახელი არ არის და დარგი ვერაფერს გააკეთებს.
კადრების დეფიციტზე სამინისტროს პასუხი იყო, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, და რომ ეს არის მსოფლიოს პრობლემაა“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემაა ტექნოლოგიების არარსებობაც.
"ტექნოლოგიების არარსებობის გამო, უფროდაუფრო არამომგებიანი ვხდებით. ამაზეც გავაკეთე აქცენტი. ამ კუთხით ყოველთვის გვაჯობებს მეზობელი ქვეყნები. მაგალითად, თურქეთი. თუმცა, ბოლო პერიოდში თურქული კარტოფილი რომ არ შემოდიოდა, ახლა რუსეთმა დაიწყო შემოტანა და ისეთი ტემპით შემოდის, რომ ცოტა ხანში შეიძლება როგორც რუსულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული, ასევე გავხდეთ რუსულ კარტოფილზეც", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კარგია, როცა სამინისტრო დარგს ხვდება და ისმენს, რა გამოწვევებია, თუმცა, აუცილებელია, რომ ამას შემდეგ საჭირო ნაბიჯები მოჰყვეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი