მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება - “ფუდ მენეჯმენტ გრუპი”

638200724e8e0
ლიკა გურაბანიძე
26.11.22 22:17
926
“ფუდ მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელი ტატო ზარანდია bm.ge-სთან ამბობს, რომ ღონისძიებების სერვისზე კომპანიების მხრიდან მოთხოვნა გასულ ორ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 2-ჯერ გაზრდილია, რისი მიზეზიც შეზღუდვების გარეშე მუშაობაა.

“ეს ის დაგროვილი ღონისძიებებია, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ გაიმართა, ამას კი ახალი ღონისძიებებიც ემატება. მოთხოვნა ძირითადად, სხვადასხვა დიდი კორპორაციებისგან და კერძო დამკვეთებისგანაა. ბაზარი გაზრდილია, რაც ძალიან კარგია”, - განმარტა ტატო ზარანდიამ.

მისივე თქმით, ახლა ბიზნესისთვის ძირითად გამოწვევად ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობაა.

“ბანკების მხრიდან ფულადი საკრედიტო რესურსების გაძვირებულია. ეს მაშინ, როდესაც ბიზნესისთვის ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა “ფუდ მენეჯმენტ გრუპი” დამფუძნებელმა.

ტატო ზარანდიას თქმითვე, კომპანიაში ფასების კორექტირება არ მომხდარა, თუმცა ბიზნესისთვის ეს მტკივნეული საკითხია, რადგან ნედლეული გაძვირდა.

“ფასების შენარჩუნებას ბოლო მომენტამდე ვფიქრობთ, თუმცა როდემდე, ეს ბიზნესმა ზუსტად არ იცის, ახლა მოგების მარჟას ვიმცირებთ. ფასების გაზრდა გარდაუვალი იქნება, რადგან გრძელ ვადაში ამ ფასით მომსახურების სერვისის გაწევა შეუძლებელი იქნება. საკმაოდ მაღალი დონის ღონისძიებებს ვემსახურებით, სადაც კომპანიის დანახარჯები დიდია”, - განმარტა მან.