Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ კომპანია შემოსავლებისა და მგზავრების კუთხით პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა.
“ამ ეტაპზე 2019 წელთან შედარებით შემოსავლების დაახლოებით 135-140%-ს მივაღწიეთ, რაც ნიშნავს იმას რომ გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე მთლიანად ინდუსტრიას. მთლიანობაში იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ პანდემიამდე ვოპერირებდით, 100%-ით დავუბრუნდით 2019 წლამდელ შედეგებს როგორც მგზავრების, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. რაც შეეხება მთლიანად ჯგუფის შედეგს, მოგეხსენებათ ჩვენს ჯგუფში ოთხი ავიაკომპანია შედის, ახალ ბაზრებზე 35%-იან ნიშნულს მივაღწიეთ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით”,-განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე".
ცნობისთვის, Wizz Air-ის ჯგუფში შედის ორი ევროპული ლიცენზიის მქონე ავიაკომპანია Wizz Air Hungary და Wizz Air Malta, ასევე ერთი ბრიტანული ავიაკომპანია Wizz Air UK, და ასევე ავიაკომპანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - Wizz Air Abu Dhabi.
ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMGTV-ს ეთერში ომის გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპაში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას Wizzair-ზე ნეგატიური გავლენა აქვს. ბიუჯეტურ ავიაკომპანიაზე ნეგატიურად აისახება როგორც ევროს გაუფასურება დოლართან მიმართებით, ასევე საავიაციო საწვავზე გაზრდილი ფასი.
“ძირითადი პრობლემები, რაც ინდუსტრიას აწუხებს, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. როგორც ევროპულ კომპანიაზე, დოლარის კურსი ევროსთან მიმართებით ძალიან მოქმედებს. ამ ეტაპზე დოლარი უფრო ძვირია, ვიდრე ევრო, რაც გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს იწვევს. ამასთან, ძალიან გაძვირებულია საავიაციო საწვავი, თუ ადრე ის ჩვენი საოპერაციო ხარჯების 30% შეადგენდა, დღეს უკვე 50% საწვავზე მოდის. საკმაოდ გაზრდილია ინფლაცია ყველა სექტორში, ასევე გაზრდილია ინფრასტრუქტურით სარგებლობის ხარჯები. ეს ყველა პრობლემა შტორმივით უტევს სექტორს, მაგრამ ისეთი გამოწვევა, როგორიცაა საწვავის ღირებულება ან აქციების ფასი, გარკვეული ციკლის მერე დასტაბილურდება. დიდი გამოწვევების პარალელურად, არსებულ სიტუაციაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია ისეთი ავიაკომპანიისთვის, როგორიც Wizz Air-ია. კომპანია ლიკვიდურია. ამ ეტაპზე ჩვენი ფინანსური რეზერვები ნაღდი ფულის სახით მილიარდ 600 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის ინვესტირებასაც სხვადასხვა მიმართულებით ვახდენთ.
სულ ახლახან რუმინეთში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, ერთი ავიაკომპანია გაკოტრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ეს ბაზარი უფრო აგვეთვისებინა და დაგვემატებინა საჰაერო ხომალდები”,-ამბობს Wizz air-ის გენერალური დირექტორი.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი