08.ივლისი .2022 22:00

ფასების ზრდის მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაინც მაღალია - "არქი"

ფასების ზრდის მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაინც მაღალია - "არქი"
views 874
უკან

„არქის“ დამფუძნებლის, ილია წულაიას განცხადებით, უძრავი ქონების ღირებულება 10-15%-ით არის გაზრდილი. მიზეზი კი მაღალი ინფლაციაა, რის გამოც სამშენებლო მასალებზე ფასები 25%-მდეა მომატებული.

ილია წულაიას განმარტებით, ფასების ზრდის მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაინც მაღალია.

„მშენებლობის ღირებულება გაზრდილია, რაც მსოფლიო მასშტაბით მაღალი ინფლაციით არის განპირობებული. სამშენებლო მასალებზე ფასები 25%-მდე არის გაზრდილი, ეს უძრავი ქონების ღირებულებაზეც აისახა და 10-15%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მოთხოვნას, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველი ორი თვე მოთხოვნა შემცირებული იყო, თუმცა აღდგა და ახლა შესაბამის ტემპში იყიდება. ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად, უძრავ ქონებაზეც მოთხოვნა იზრდება“, - განმარტავს წულაია.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული აღდგენის დინამიკის მიხედვით, 1-30 ივნისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპმა დაიკლო, თუმცა გასულ წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელმა 9% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა