მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაშინიანი: 2019 წელს სომხეთში ეკონომიკის ზრდა მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი იყო - 7.6%

5e58c91857e42
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.20 12:09
1624
სომხეთის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის (არმსტატი) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7.6% შეადგინა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გასული წლის ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ეს მთელი ევროპის რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდაა. 

"2008 წლის შემდგომ სომხეთში ყველაზე მაღალი - 7.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებს შორის და მთლიანად ევროპის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ასე რომ ჩვენ ევროპაში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური განვითარება გვქონდა", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სომხეთის მშპ-ის ზომა 6,551,849.7 მილიონ დრამამდე ($13.7 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა. 

ცალკეული სექტორების მიხედვით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა ასეთია:სამთო მოპოვებითი სექტორი 21%-იანი ზრდა; გადამამუშავებელი მრეწველობა 12%-იანი ზრდა; ვაჭრობა ზრდა 9.3%; კომუნიკაციები და კავშირგაბმულობა - 11%-იანი ზრდა; საფინანსო სექტორი 22%-იანი ზრდა; ოპერაციები უძრავი ქონებით ზრდა 5.7%; ჯანდაცვა 9.8%. 

შედარებისთვის, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს 5.2% შეადგინა.