ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემა ინერგება - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის ვალის მართვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაა.
„ბოლო წლებში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა ეტაპობრივად იზრდება. ვალის პორტფელი გახდა უფრო ლიკვიდური. 2018 წლიდან ხდება ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება და მოცულობების ეტაპობრივი ზრდა.
ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ინვესტორებს შორის გაჩნდნენ შუამავლები (დილერები), რათა გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა, გააქტიურდეს მეორადი ბაზარი.
თავის მხრივ, მთავრობის ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას.
სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, იწყებს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ამუშავებას“,- ნათქვამია პრესრელიზში.
აქვე განმარტებულია, რომ პირველად დილერებს ექნებათ შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის. ასევე, იზრუნებენ ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაზე და მეორადი ბაზრის ლიკვიდურობის ზრდაზე ფასების რეგულარული განახლებით, შესაბამისი სავაჭრო და საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით.
ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დააკმაყოფილებს ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.1. მუხლში მოცემულ კრიტერიუმებს, პირველად დილერად დანიშვნის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - FO@mof.ge, ხოლო ასლს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე: Monetary.Operations@nbg.gov.ge.
ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან ერთად, დაადგენს განმცხადებელი ფინანსური ინსტიტუტის ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.1. მუხლში მოყვანილ პუნქტებთან შესაბამისობას და გადაწყვეტილებას აცნობებს განმცხადებელს.
ფინანსთა სამინისტროსგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, განმცხადებელი ხელს აწერს მემორანდუმს, რათა მიენიჭოს პირველად დილერად მოქმედების უფლებამოსილება. ხელმოწერილი დოკუმენტი ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. მას შემდეგ, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ფინანსურ ინსტიტუტს მიენიჭება პირველადი დილერის სტატუსი და უფლება იმოქმედოს სტატუსის შესაბამისად.
პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის დეტალებს ხელმისაწვდომია ურთიერთგაგების მემორანდუმში.
განაცხადების მიღება იწყება მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას