მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასის ინდექსაცია რისკებისგან სახელმწიფოსაც იცავს და სამშენებლო კომპანიასაც - ასოციაცია

622b3eea2407f
BM.GE
11.03.22 22:46
1307
ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიები სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას მოითხოვენ. ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად, გაზარდოს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარაშვილი გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განმარტავს, რომ ფასების ინდექსაცია დაიცავს როგორც სახელმწიფოს, ასევე სამშენებლო კომპანიის ინტერესებს.

“დღეს, რაც საჭიროებს რეაგირებას, არის ფასების გაძვირება. ფასების კორექტირება ორივე მხარეს იცავს იმ რისკებისგან, რომელთა გათვლაც წინასწარ შეუძლებელი იყო.

ეს უნდა იყოს საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაზე, კერძოდ კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსზე. ეს უნდა იყოს როგორც ლოკალურ კონტრაქტებში, ასევე საერთაშორისო ტენდერებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში და დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. ამისთვის საჭიროა, არსებობდეს ნება და შესაბამისი კორექტირება გადახდების.

ზუსტად არ ვიცით რა რიცხვამდე გავა გაძვირება, მაგრამ სამშაბათის მდგომარეობით, უკვე 47%-ით იყო არმატურის ფასი გაზრდილი. 70%-მდე იყო გაზრდილი სხვადასხვა მასალა, თუმცა არმატურის ფასის მატება ყველაზე მტკივნეულია, რომელსაც ინფრასტრუქტურული კომპანიები ყიდულობენ. 15%-დან 25%-მდე არის მატება ფასის მთლიანობაში.

ეს ხომ არ არის დეველოპერული პროექტი, რომელსაც კომპანია საკუთარი ინიციატივით და დამოუკიდებელი ფინანსირებით იწყებს. ეს არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შესყიდვა,” - განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.