მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასს დავადგენთ ნამდვილად, რადგან ეს პროცესი უნდა დარეგულირდეს - გაბუნია სწრაფ ტესტებზე

5e7e590181eac
თამთა ჯიჯავაძე
27.03.20 23:48
902
ფასს დავადგენთ ნამდვილად, რადგან ეს პროცესი უნდა დარეგულირდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ, როდესაც ტესტებს დიდი რაოდენობით ცენტრალიზებულად ვყიდულობთ, ეს არის განპირობებული საგანგებო მდგომარეობით, ეპიდემიის სწრაფად კუპირების მიზნებისთვის, თორემ შემდეგ როდესაც ეს გადავა ჩვეულებრივ რუტინულ პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს ხელმისაწვდომი და გარკვეული მიმწოდებელი ამას რეგულირებულად აკეთებდნენ და ქვეყანაში შემოდიოდეს ეს ტესტები. ამდენადაც ფასის დადგენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან არ არის სწორი, როდესაც შიშის ან პანიკის გამო, ადამიანი თუნდაც უკანასკნელ თეთრსაც გადაიხდის იმაში, რომ ეს ტესტი გაიკეთოს, რაც რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული არც სამედიცინო მიზნებისთვის და არც ეთიკური არ არის მსგავს სიტუაციაში. კლინიკებმა შეიძლება გამოიყენონ ეს ტესტები დიფერენციული დიაგნოსტირების მიზნებისთვის. ერთ-ერთი შემსყიდველი ამ ტიპის ტესტების იქნებიან უფრო სამედიცინო დაწესებულებები და არა ინდივიდუალური პაციენტები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იგეგმება ამ საკითხის რეგულირება და მომავალ კვირას ამ მხრივ მოსალოდნელია შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის გამოცემაც.

„როგორც წამლის პირდაპირი რეკლამირება და შეთავაზება არ არის სწორი პირდაპირ მომხმარებლისთვის, ასევე არ არის სწორი ამ ტესტების პირდაპირ შეთავაზება მოქალაქეებზე, რადგან სწორად უნდა იქნეს გამოყენებული ტესტები, ასე რომ ჩვენ ამას დავარეგულირებთ და მომავალ კვირაში მე ვფიქრობ გამოიცემა შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ამას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.