მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fast&Furious 9-ის გადაღებებზე ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში ₾32 მლნ დახარჯა

60a4beabd4bc2
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.21 12:14
1454
Fast&Furious 9-ის გადაღებების წარმოებაზე ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში ₾32 მლნ დახარჯა – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

„გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ფილმის „Fast and Furious 9“ პრემიერა დღეს გაიმართება. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“-ის ფილმში ასახული იქნება თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია.

გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

"FF9 არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც "ენკენი ფილმსმა" და "იუნივერსალ სტუდიომ" ერთად განახორციელეს.

"უნივერსალ სტუდიოს" წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის, ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა უმაღლეს დონეზე გაართვა თავი.

"ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები",–ნათქვამია განცახდებაში.