მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: 5 პრინციპი, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებს შეამცირებს

5f22a1b58c16c
ნათია თაქთაქიშვილი
30.07.20 21:39
1475
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი და ექსპერტი ენტონი ფაუჩი იმ 5 პრინციპს ასახელებს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს შეანელებს აშშ-ში. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ინფექციონისტი შემდეგ 5 პრინციპს გამოყოფს:

1. პირბადის გამოყენება
2. თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება
3. მინიმუმ 2-მეტრიანი სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა
4. ხელის ჰიგიენა
5. ბარებსა და დახურულ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავება

„თუ ჩვენ არ დავიწყებთ ამ 5 პრინციპით ხელმძღვანელობას, შტატების დანარჩენი ნაწილიც ისეთივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორც ამჟამად კენტაკი, ტენესი, ოჰაიო და ინდიანაა“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

30 ივლისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 4,568,375 შეადგინა, გარდაიცვალა 153,845 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,245,521 ადამიანი.