მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი აშშ-ში დღიურად covid-19-ის 100 000 ახალ შემთხვევას არ გამორიცხავს

5efb93e322acf
თამთა ჯიჯავაძე
30.06.20 23:55
1231
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის სენატში განაცხადა, რომ არ იქნება გაკვირვებული, ქვეყანაში დღის განმავლობაში კორონავირუსის 100 000 ახალი შემთხვევა რომ დაფიქსირდეს, თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა.

„ნათელია რომ ჩვენ ახლა [ვითარებას] ვერ ვაკონტროლებთ“, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, საკმარისი ამერიკელი არ ატარებს პირბადეს და არ იცავს სოციალურ დისტანციას, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხერხდეს. 

როგორც ფაუჩიმ სენატში გამოსვლისას განაცხადა, ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ამერიკის ოთხ შტატზე მოდის. მათ შორის არის ნიუ-იორკიც, რომლის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ამერიკელების ნახევარი შტატში ვიზიტის შემდეგ თვითიზოლაციაში უნდა იყოს.

შეგახსენებთ, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22,478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 2,704,289-ს შეადგენს. ხოლო ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 129,170 ადმაიანი.