მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: COVID-19-ზე თანმიმდევრული ინფორმაციის გავრცელება ფერხდება

5f69d6bcd0e91
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.20 15:28
699
აშშ-ის წამყვანი ვირუსოლოგი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ამერიკის საზოგადოებაში არსებული დაყოფა, კორონავირუსის შესახებ თანმიმდევრული ინფორმაციის გავრცელებას აფერხებს. ამის შესახებ CNN წერს.

„დაყოფილი სახელმწიფო და საზოგადოება ხელს უშლის სწორი ინფორმაციის გავრცელებას, რადგან საკითხის პოლიტიზირება ხდება. ერთი მხარე სრულად დაპირისპირებულია მეორე მხარესთან“, - განაცხადა ფაუჩიმ.

მედიის კითხვაზე - თუ რატომ არ არსებობს აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის ერთიანი წყარო, მან თქვა, რომ ეს რთული კითხვაა.

„ეს რთული შეკითხვაა და სრულყოფილი პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ვიცით, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების ფორმა რამდენჯერმე შეიცვალა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც თანმიმდევრული გზავნილის გავრცელებას ხელს უშლის, ისაა, რომ დაყოფილ საზოგადოებაში და ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენი საზოგადოება მიდრეკილია პოლიტიზირებისკენ“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, პირბადის ტარების საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია, რადგან ეს საზოგადოებრივ ჯანდაცვას ეხება.

„ახლა ხალხი ფიქრობს, რომ პირბადის ტარების საკითხი პოლიტიკური განაცხადია და ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, რადგან პირბადის ტარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია; როდესაც გზავნილები პოლიტიკურ კალათაში ხვდება, ერთიანი გზავნილის შენარჩუნება რთულია“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.