მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი ინდოეთს სრული "ლოქდაუნის“ დაწესებას ურჩევს

60992a8c432e7
ნათია თაქთაქიშვილი
10.05.21 17:16
1228
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის "ლოქდაუნის" დაწესებას ურჩევს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, იმ შემთხვევაში თუ "ლოქდაუნი" მხოლოდ ქვეყნის ნაწილში გამოცხადდება, ინდოეთს დაავადების გავრცელების შეჩერება გაუჭირდება.

"ინდოეთში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სრული "ლოქდაუნი“; რამდენადაც ვიცი, ინდოეთის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა უკვე მოქმედებს, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან ვირუსის გადაცემის ჯაჭვი უნდა გაწყდეს და ეს მხოლოდ სრული „ლოქდაუნით“ არის შესაძლებელი“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

CNN წერს, რომ ინდოეთის ჯანდაცვის ორგანო პრემიერს დიდი ხანია სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს, თუმცა ამ დრომდე მთავრობის მეთაურს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოში კრიზისი მატულობს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო საავადმყოფოებში საწოლების, ჟანგბადის და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.