მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: მოქალაქეების ნაწილმა პირბადის გამოყენების განახლებული წესები არასწორად გაიგო

60a50f19d6560
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.21 22:00
864
აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განახლებული წესები პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით არასწორად გაიგო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩემი აზრით ბევრმა ადამიანმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა და ჩათვალეს, რომ ყველას შეუძლია პირბადის მოხსნა. ამ დროს, მისი მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ სრულად აცრილ პირებს აქვთ", - განაცხადა მან.

მისივე აზრით, მოსახლეობა ყურადღებით არ უსმენს ან არ ეცნობა რეკომენდაციებს.

„მოსახლეობა ამ რეკომენდაციებს ან უყურადღებოდ და სწრაფად კითხულობს ან ცალი ყურით უსმენს. მათ ნაჩქარევი დასკვნები გამოაქვთ და აცხადებენ, რომ პირბადის გამოყენება აღარ არის საჭირო, რაც არაფრით არ ნიშნავს იმას, რომ აუცრელმა ადამიანებმა პირბადის გამოყენება უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა ფაუჩიმ.