23.სექტემბერი .2020 21:40

ფაუჩი: საზოგადოებას შეუძლია ენდოს CDC-ის და FDA-ის ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით

views 678
უკან

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ანონიმური პირები ცდილობენ მანიპულირების გზით მოიპოვონ ინფორმაცია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან და შემდეგ ის, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას შეუძლია ენდოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც გამოცემა წერს, ფაუჩიმ ეს განცხადება CDC-ის ყოფილი თანამშრომლის მაიკლ კაპუტოს მისამართით გააკეთა, რომელმაც პოსტი გასულ კვირას დატოვა, მის მიმართ წამოსული კრიტიკის შემდეგ. კაპუტო კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.

„ორგანიზაციები, რომელბსაც საზოგადოება შეიძლება ენდოს კორონავიუსთან დაკვშირებით არის CDC-იდა FDA-ი. ეს ის ორგანიზაციებია, რომლის რეკომედაციებსაც მოსახლეობა უნდა ითვალისწინებდეს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.