მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: ვაქცინა ვერ დაგვიცავს, თუ ის ფართო მასებისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი

5f646fdb05b14
ნათია თაქთაქიშვილი
18.09.20 22:20
1114
"აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პოტენციური ვაქცინა ვერ დაგვიცავს და ვერ შეაჩერებს კორონავირუსის გავრცელებას, თუ ის ხელმისაწვდომი არ იქნება ფართო მასებისათვის", – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინა ვერ იმუშავებს თუ აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ მესამედი აიცრება და მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ეს გააცნობიეროს.

„ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ მოსახლეობის რა ნაწილი გაიკეთებს აცრას. თუნდაც გვქონდეს მაღალი ხარისხის სრულყოფილი ვაქცინა, მის ეფექტურობას ვერ შევიგრძნობთ თუ მასშტაბური ვაცინაცია არ ჩატარდება“, - აცხადებს ფაუჩი.

ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა ეფექტურობით სავარაუდოდ არ ემგვანება „წითელას“ საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის ეფექტურობაც დაახლოებით 97-98%-ია.

„ჩემი ვარაუდით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იმდენად ეფექტური მაინც იქნება, რომ მისი გაკეთება ეღირება და რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მას, მით უფრო კარგი დაცვის ველი შეიქნება საზოგადოებაში“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინა მათ მისცემს ვირუსის გავრცელების კონტროლის საშუალებას, რადგან ფუნდამენტალური მიზანი არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება.