მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: ყველაზე პატარა ასაკის ბავშვების ვაქცინაცია წლის ბოლოდე არ დაიწყება

609e7995dc1ea
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.21 21:47
1107
აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში ყველაზე პატარა ბავშვების ვაქცინაცია სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, მკვლევარები ბევრს მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე მცირე ასაკის მოსახლეობაც დროულად იყოს დაცული კორონავირუსისგან, თუმცა ეს გარკვეულ დროს მოითხოვს.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა ყველა ასაკის ბავშვისთვის. ამჟამად მოკვლევა მიმდინარეობს 9-12 ასაკობრივ ჯგუფზე, თუ შედეგები დადებით იქნება, ასაკი კიდევ დაიწევს და ვაქცინის ეფექტიანობის შესწავლას დაიწყებენ 2-6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის, ყველაზე ბოლოს ვაქცინის ეფექტებს შევისწავლით 6 თვიდან - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ფაუჩის თქმით, ყველა სასკოლო ასაკის ბავშვები შემოდგომისთვის შეძლებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის. Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, ვაქცინა 12-15 წლის მოზარდებში 100%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.