მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI: მოსახლეობის 39% ვაქცინაზე უარს ამბობს

606b2409657a6
BM.GE
05.04.21 19:08
1709
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სოცლიოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პანდემიის ფონზე საქართველოს მოსახლეობის განწყობას ასახავს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 39% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. 

კითხვაზე "მას შემდეგ, რაც Covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით?" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

39% - არ ავიცრები;
24% - ავიცრები რაღაც დროის გასვლის შემდეგ;
20% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ჩემთვის;
6% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს;
1%-ზე ნაკლები - სხვა.
12% - არ ვიცი/უარი პასუხზე.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.