მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვმუშაობთ, რომ ბათუმში მდებარე სასტუმროს შემოსავლებით გადავფაროთ თბილისის სასტუმროს ზარალი"

5f2aca2e058a5
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.20 17:10
1578
ბათუმის სასტუმრო „გრანდ გლორიას“ და თბილისის ბუტიკ-სასტუმრო „ტიფლის პალასის“ მმართველი კომპანია „გლორიას“ მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერის განცხადებით, მდგომარეობა თბილისის სასტუმროში არასახარბიელოა. 

დიმიტრი მოდრეკელიძის ინფორმაციით, „ტიფლის პალასი“ სასტუმრო სექტორის გახსნის დღიდან ამოქმედდა და დღეისთვის 100-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მისი თქმით, სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. 

ბათუმში მდებარე „გრანდ გლორიას“ შემთხვევაში კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე მორგება სწრაფად შეძლო, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით სასტუმრო „ტიფლის პალასზე“, რადგან თბილისი მთლიანად უცხოელ ტურისტზეა დამოკიდებული. 

"ჩვენ „ტიფლის პალასი“ სასტუმროების ამოქმედების დაშვების დღიდან ავამუშავეთ, მაგრამ მდგომარეობა აქ არც ისე კარგია და სასტუმროს დატვირთულობა ძალიან დაბალია“, - აცხადებს დიმიტრი მოდრეკელიძე. 

ის ამბობს, რომ მმართველმა კომპანიამ სასტუმროში ფასებიც შეამცირა, თუმცა საზღვრების ჩაკეტვის გამო ისინი ადგილობრივი ტურიზმით სასტუმროს საჭირო დატვირთვით ვერ ამუშავებენ. კომპანია „გლორიას“ მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერი ამბობს, რომ კომპანია მოტივირებულია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „ტიფლის პალასის“ დატვირთვა დაბალია, სასტუმრო ზარალზეა შესაბამისად:

„ვმუშაობთ, რომ „გრანდ გლორიას“ შემოსავლებით გადავფაროთ „ტიფლის პალასის“ ზარალი. კომპანია ცდილობს, არ შეიქმნას კრიზისი, განსაკუთრებით თანამშრომლების ნაწილში და არ მოხდეს მათი გადინება. 70% ტიფლის პალასში სასტუმროს დაარსებიდან მუშაობს, შესაბამისად კადრების შენარჩუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“. 

მმართველი კომპანიის მოლოდინები საზღვრების გახნის შემთხვევაში პოზიტიურია, თუმცა დღემდე ჯავშნების გადავადება მათ არაერთხელ მოუწიათ. 

„საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ისინი აქტიურად ელოდებიან საზღვრების გახსნას, გვაქვს ჯავშნები, რომლებსაც რეგულარულად ვწევთ, ასევე გვაქვს ჯავშნების უფასო გაუქმების სისტემა, რადგან პარტნიორებიც ფრენებზე არიან დამოკიდებული. ამიტომ მაქსიმალურად მორგებული ვართ მათ პირობებს. როგორც კი გაიხსნება საზღვრები მოლოდინები გვაქვს ძალიან კარგი, როგორც სასტუმრო „გრანდ გლორიაში“ ასევე „ტიფლის პალასში“, იმიტომ, რომ ჩვენს პარტნიორებთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩვენი ბენეფიტები გვაქვს“, - აცხადებს დიმიტრი მოდრეკელიძე.