მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FBI ინაუგურაციის დღეს შეიარაღებულ თავდასხმებს ელოდება, აშშ–ში უპრეცენდენტო დაცვის ზომებს იღებენ

6004351b4f4aa
BM.GE
17.01.21 16:57
1051
აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს 50–ვე შტატში დონალდ ტრამპის მომხრეთა მხრიდან შეიარაღებული დაპირისპირებაა მოსალოდნელი. აღნიშნულიდან გამომდინარე 20 იანვარს ჩანიშნულ ღონისძიებაზე აშშ–ში საგანგებო და უპრეცენდენტო დაცვის ზომებია მიღებული.

ეროვნული გვარდიის შენაერთები მასოვრივად გაგზავნეს ვაშინგტონში, რათა თავიდან იქნას აცილებული არეულობა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში იანვრის დასაწყისში განვითარდა, როცა არჩევნების შედეგები აშშ–ის მოქმედის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერებმა შენობაში შეჭრით და მისი დროებით დაკავებით გააპროტესტეს.

bbc–ის ცნობით, ვაშინგტონის დიდი ნაწილი ინაუგურაციის დღეს ჩაკეტილი იქნება და ისინი დაკავებული ექნებათ ეროვნული გვარდიის შეიარაღებულ წევრებს. The National Mall, რომელიც ინაუგურაციის დღეს როგორც წესი ათასობით ადამიანითაა სავსე, საიდუმლო სამსახურის მოთხოვნით დაიხურა. ბაიდენის გუნდმა უკვე მოუწოდა ამერიკელებს, რომ კოვიდ–19–ის პანდემიის გათვალისწინებით უარი თქვან ვაშინგტონში ჩასვლაზე და ინაუგურაციას დისტანციურად ადევნონ თვალი.