08.ივლისი .2020 14:47

FDA-იმ IQOS-ი მწეველებისთვის ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უკეთეს ალტერნატივად აღიარა

FDA-იმ IQOS-ი მწეველებისთვის ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უკეთეს ალტერნატივად აღიარა
views 899
უკან

  • საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოწყობილობა IQOS-ი მწეველი მოსახლეობისთვის ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით სიგარეტის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს.
  • FDA აღიარებს, რომ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ IQOS მოწყობილობა ტრადიციული სიგარეტისგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენს.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ნებადართულია აშშ-ში მოწყობილობა IQOS-ის მარკეტინგი განახორციელოს. ეს გულისხმობს PMI-ის მიერ წარმოებულ გასახურებელ მოწყობილობაზე, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტზე (MRTP) ნებართვის გაცემას.

“IQOS-ის მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია, რადგან ის წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს,”- ნათქვამია FDA-ის დასკვნაში.

FDA-ის გადაწყვეტილებით, 2019 წელს „ფილიპ მორისმა“ აშშ-ს ბაზარზე IQOS-ი შეიტანა როგორც თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობა (PMTA), პარალელურად კი მიმდინარეობდა ადმინისტრაციის მიერ IQOS-ის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის სტატუსის განხილვა.

ადმინისტაციის მიერ მიღებული გადაწვეტილება დაახლოებით ოთხწლიანი პროცესის შეჯამებას წარმოადგენს. კომპანიამ FDA-ში პირველადი განაცხადი მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის სტატუსის მისაღებად 2016 წელს შეიტანა. ოთხწლიანი შესწავლის შემდეგ კი პროდუქტი FDA-ის მიერ აღიარებულ იქნა როგორც უკეთეს ალტერნატივად იმ მწეველი მოსახლეობისთვის, რომლებიც ან არ ვერ ანებებენ თავს სიგარეტის მოხმარებას.

IQOS-ი აშშ-ში პირველი ნიკოტინ-შემცველი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც FDA-ის დასტურის შესაბამისად, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელების ნებართვას ფლობს.

FDA-ს განცხადების თანახმად:

  • "IQOS-ის მოწყობილობა მინიმუმამდე ამცირებს მოწევის დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას, რადგან მოწყობილობა თამბაქოს წვის ნაცვლად იყენებს მისი გახურების ტექნოლოგიას."
  • "მეცნიერული კვლევებით მტკიცდება, რომ ტრადიციული სიგარეტის IQOS-ით სრულად ჩანაცვლება დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე."
  • "IQOS-ის გამოყენება ამცირებს უარყოფით ზემოქმედებას როგორც მწეველ ინდივიდებზე, ასევე პასიურ მწევლებზე, რადგან არ გამოყოფს ტოქსიკური ნივთიერებების შემცველ კვამლს." 
  • "ადმინისტრაცია ეთანხმება დამოუკიდებელ მეცნიერთა კონსესუსს, რომ მოწყობილობა მოწევის უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს." 

“საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე რეგულაციების დაწესება იმისათვის, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება მოხდეს,”- ნათქვამია PMI-ის განცხადებაში.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა PMI-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრე კალანცოპოლოსი. მისი განცხადებით, FDA-ს მიერ მიღებული გადაწვეტილება თამბაქოს ზიანის შემცირების კუთხით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებას წარმოადგენს.

FDA-ს გადაწყვეტილება არის შესაძლებლობა, მილიონობით მწეველი ამერიკელისთვის, გადავიდეს ნაკლები რიკის შემცველი ალტერნატივის მოხმარებაზე. IQOS-ი არის ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ფუნდამენტურად განსხვავებული პროდუქტი და შესაბამისად, განსხვავებულად უნდა რეგულირდებოდეს, როგორც ეს FDA-ის გადაწყვეტილებიდანაც ჩანს,”- განაცხადა ანდრე კალანცოპოლოსმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა