მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-იმ კორონავირუსის 15-წუთიან ტესტს ლიცენზია მიანიჭა

5e7fc88275415
BM.GE
29.03.20 01:36
2076
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ის სწრაფი, 15-წუთიანი ტესტის ლიცენზირება მოახდინა.

CNN-ის ინფორმაციით, ტესტის შემქნელი კომპანია Abbott Laboratories-ი ორშაბათიდან ყოველდღიურად 50,000 სწრაფი ტესტის გამოშვებას შეძლებს. 

CNN-ის ინფორმაციით, ტექნოლოგია, რომლითაც ვირუსის გამოვლენა ხდება ბაზარზე უკვე არსებული PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ტესტების მსგავსია. 

აშშ ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 29 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში 120,204 ინფიცირებული, 1,997 გარდაცვლილი და 3,229 გამოჯანმრთელებული არის აღრიცხული.