მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-იმ პრეპარატი Remdesivir-ი კორონავირუსის სამკურნალოდ დაამტკიცა

5f927cf6b3cee
ნათია თაქთაქიშვილი
23.10.20 11:40
1941
აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატი Remdesivir-ი კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ დაამტკიცა. პრეპარატის გამოყენება ნებადართულია ზრდასრულებში და 12 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში, რომელთა წონაც მიინიმუმ 40 კგ-ია. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ 12 წელს ქვემოთ ბავშვებში, რომლებიც 40 კგ-ზე ნაკლებს იწონიან, მედიკამენტის ეფექტიანობა ამ ეტაპზე შესწავლის საგანია.

როგორც FDA-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები პრეპარატით მკურნალობას მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში შეძლებენ.

Remdesivir-ი იგივე Veklury-ი არის პირველი მედიკამენტი, რომელიც აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის მკურნალობსათვის ოფიციალურად დაამტკიცა.

”FDA-იმ აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობა დაამტკიცა მრავალ კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით. მედიკამენტმა უმკაცრესი ეტაპების გადალახვა შეძლო და ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კორონავირუსთან ბრძოლის ისტორიაში. FDA-ი ასევე აქტიურად აგრძელებს სხვა პრეპარატების მოკვლევა/შესწავლას, რაც მოკლე დროში ახალი პრეპარატების აღმოჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, თუმცა ნებისმიერი მედიკამენტის სარგებელი და რისკები ადეკვატურად უნდა იქნას შეფასებული“, განაცხადა FDA-ის წარმომადგენელმა სტივენ ჰანმა.