მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-ის კომისარი: დარწმუნებული ვარ, COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან საშუალებას ვიპოვით

5ef459bfbf58a
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 18:22
846
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) კომისარმა დოქტორ სტივენ ჰანმა განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ მეცნიერები შეიმუშავებენ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან საშუალებას, რომელიც FDA-ის მიერ იქნება დამტკიცებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მოკლედ, რომ ვთქვათ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მართალია არ მაქვს ცალსახი პასუხი, როდის მოხდება ეს, იმდენად რამდენადაც დამოკიდებულები ვართ მეცნიერებზე და დროზე, მაგრამ ის შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ უდიდესი მეცნიერები მუშაობენ ამ საკითხზე“,- განაცხადა სტივენ ჰანმა.

კომისარის განცხადებით, ჯერ მხოლოდ აშშ-ში 144-ზე მეტი კლინიკური ცდა ტარდება COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი საშუალების აღმოსაჩენად.

„ამ გზით შევძლებთ შევისწავლოდ მრავალი პრეპარატი, რაც მოგვცემს საშუალებას სწრაფად ვიპოვოთ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი საშუალება“, - განაცხადა ჰანმა.