მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ Covid-19-ის საწინააღმდეგო აბებს ავტორიზაცია მიანიჭა

61c435e328092
თათია კაკიაშვილი
23.12.21 08:00
713
FDI-მ Covid-19-ის საწინააღმდეგო აბებს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ CNBC წერს. 

მედიკამენტი, რომელიც Covid-19-ის განვითარების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვისაა რეკომენდებული, პაციენტებისთვის უკვე  შაბათ-კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი. Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, თვის დასაწყისში კომპანიამ აბების გარკვეული ნაწილი უკვე გაგზავნა შეერთებულ შტატებში, რათა FDA-ის ავტორიზაციისთანავე პრეპარატის პაციენტებისთვის დანიშვნა შესაძლებელი იყოს. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ სურსათის და წამლების ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც სწრაფად მიჰყვება და პრეპარატის გავრცელებას ხელს შეუწყობს.

რაც შეეხება თავად Covid-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო აბებს, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ის დიაგნოზის დადგენიდან, რაც შეიძლება მალე და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს.