მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ COVID-19-ის თვითტესტირების აპარატს ავტორიზაცია მიანიჭა, ის პასუხს 30 წუთში იძლევა

5fb52b9256aaa
შოთა ტყეშელაშვილი
18.11.20 18:30
1882
სახლის პირობებში COVID-19-ის თვითტესტირების პირველ აპარატურას აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია უკვე მიანიჭა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს არის სწრაფი ტესტი, რომლის გამოყენებაც მოქალაქეებს დამოუკიდებლად, პროფესიონალი მედიკოსის დახმარების გარეშე შეუძლიათ. 

FDA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოწყობილობის დახმარებით, მოქალაქეებს სრული სამედიცინო ტესტირების ჩატარება შეუძლიათ. ამასთანავე, აპარატი ადამიანის კოვიდ სტატუსის შესახებ პასუხს 30 წუთში იძლევა.

აპარატი კომპანია Lucira Health-ის მიერ არის წარმოებული. NBC News-ის ინფორმაციით, მოწყობილობის გაყიდვები თავდაპირველად კალიფორნიასა და ფლორიდაში დაიწყება, 2021 წლის გაზაფხულიდან კი ის მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

მოწყობილობის სარეალიზაციო ფასი $50 დოლარი იქნება.