მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

6123afa76617e
მარიამ ადამია
23.08.21 18:20
1947
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობა გასცა. შესაბამისად, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი და მისი გერმანელი პარტნიორი BioNTec-ი კორონავირუსის ვაქცინის პირველი მწარმოებლები არიან, რომლებმაც ვაქცინის სრული ავტორიზაცია მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტმა საკმარისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება აჩვენა.

“უახლესი კლინიკური და არაკლინიკური კვლევების შედეგებისა და გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს სრულ ავტორიზაციას 16+ ასაკისთვის ადასტურებს ჩვენი ვაქცინის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას იმ დროს, როდესაც ეს სასწრაფოდ არის საჭირო მსოფლიოში, ”- აღნიშნა Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

“ასობით მილიონი დოზა უკვე ათვისებულია აშშ-ში 2020 წლის დეკემბრის შემდეგ და კვლავ გავაგრძელებთ აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობას მომავალში იმისათვის, რომ დროულად მოხდეს როგორც ამერიკელების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაცია,” -აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.

კომპანია ასევე გეგმავს, რომ მოგვიანებით მოითხოვონ 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენების აღიარება.

ცნობისთვის:  Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცეს. FDA-ს გადაწყვეტილების შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაა, რომელმაც საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცების შემდეგ, სრულ ავტორიზაცია მიიღო.