მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ "რემდესივირის" კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ნებართვა გასცა

5eac8969708ad
თამთა ჯიჯავაძე
02.05.20 00:39
2097
აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) Gilead-ის პრეპარატ „რემდესივირზე“ კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. საუბარია კლინიკებში მყოფ მძიმე პაციენტებში პრეპარატის საგანგებო რეჟიმში გამოყენებაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენების ეფექტურობა სრულად არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, რომ FDA პოზიტიურად არის განწყობილი აღნიშნული პრეპარატის შესაძლებლობებისადმი.

შეგახსენებთ, პრეპარატმა „რემდესივირმა“ დადებითი შედეგები აჩვენა ჰოსპიტალიზებული პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესში.

აღნიშნულის შემდეგ Gilead-მა განაცხადა, რომ მას დაახლოებით 50 000 დოზა პრეპარატი აქვს მზად დისტრიბუციისთვის. კომპანია ასევე საუბრობს წარმოების გაზრდაზეც.