04.მაისი .2020 21:00

FDA-მ Roche-ს კორონავირუსის ანტისხეულების ტესტი დაამტკიცა

views 779
უკან

მსოფლიოში ცნობილი წამლების მწარმოებელი კომპანია Roche Holding AG აცხადებს, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დასტური მისცა კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის ანტისხეულების ტესტის გამოყენებას. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ტესტის სიზუსტე 99.8%-ია.

Roche Holding AG-ის განცხადებით, ტესტი სისხლში ანტისხეულებს ეძებს, რომლებიც ორგანიზმში ახალი კორონავირუსის შეჭრის შედეგად წარმოიქმნება.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თვეში 100 მილიონამდე ახალი ტესტის წარმოებას შეძლებენ, რაც ტესტირების მასშტაბების გაზრდას და ქვეყნების ეკონომიკების გახსნას შეუწყობს ხელს.

საგანგებო მდგომარეობაში გამოსაყენებლად აშშ-მა უკვე ათობით კომპანიის ტესტი დაამტკიცა. Roche-ს ტესტი დამტკიცებულია ევროპაშიც.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობაში მძიმე პაციენტების სამკურნალოდ აშშ-მა Gilead-ის მიერ წარმოებული პრეპარატი რემდესივირიც დაამტკიცა.