მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-ს დასკვნით, J&J-ის ვაქცინა, რომელსაც მხოლოდ 1 დოზა სჭირდება, ეფექტურია

603658c2b6c8f
BM.GE
24.02.21 17:50
789
Johnson & Johnson’s-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა 72%-ით ეფექტურია - ამის შესახებ აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA) დასკვნიდან ხდება ცნობილი. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ამ ვაქცინას მხოლოდ ერთი დოზა სჭირდება, რათა იმუნური სისტემის პასუხი გამოიმუშავოს. 

Bloomberg-ის თანახმად, ამჟამად FDA-ში მზადდება შიდა დოკუმენტები იმისთვის, რათა უწყებამ ამ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით გასცეს შესაბამისი ავტორიზაცია. 

ავტორიზაციის მინიჭებამდე  Johnson & Johnson’s-ის მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო სამხრეთ აფრიკამ, სადაც ვაქცინაცია საწყის ეტაპზე სამიდიცინო პერსონალს უტარდება.