მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-ს გადაწყვეტილება გახურებად თამბაქოსთან დაკავშირებით - მიხეილ შავდიას მოსაზრება

5f105d78c65ae
BM.GE
16.07.20 17:53
3023
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მიხეილ შავდია BMG-სთან საუბრობს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გახურებად თამბაქოს პროდუქტთან დაკავშირებით მიიღო.

კერძოდ კი FDA-იმ IQOS-ს მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის (MRTP) სტატუსი მიანიჭა და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი მწეველი მოსახლეობისთვის, რომელიც სიგარეტის მოხმარებას თავს ვერ ანებებს, უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს, რადგანაც ის ნაკლები მოცულობის მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

მიხეილ შავდია ამბობს, რომ გახურებადი თამბაქოს მოხმარებით არ გამოიყოფა იმ რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, რაც ჩვეულებრივ სიგარეტში შედის. შესაბამისად, მასზე გადასვლა იმ ადამიანებისთვს, რომლებიც დღეს სიგარეტს მოიხმარენ, უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს.

“ყველაფერი, რასაც მოიხმარენ არის რისკის შემცველი. ამასთან, IQOS-ის უპირატესობად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ ამ დროს წვის ნივთიერებებს, რომლებიც გამოიწვევა წვის შედეგად, ამ მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას არ შეიცავს, თუმცა ის შეიცავს ორთქლს, რომელშიც არის ნიკოტინი.

შესაბამისად ის შეიცავს ნიკოტინს, მაგრამ არ შეიცავს სხვა მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ახდენენ ფილტვის კიბოს განვითარებას. ამიტომ, სხვა სახის პროდუქტებთან შედარებით, რაც არსებობს, მათთან გახურებადი თამბაქო უკეთესი ალტერნატივაა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ავიღებთ - ის ნამდვილად არ შეიძლება ჯანმრთელობისთვის იყოს პოზიტიური. ამასთან ერთად ჩვენ არ გვაქვს გრძელვადიანი კვლევის შედეგები თუ რას მოგვცემს მისი მოხმარება. მოხმარების შესახებ უფრო ღრმა გამოცდილება და შედეგები შეიძლება მივიღოთ 10-15 წლის შემდეგ.

თუმცა, დღეს არსებული მონაცემებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოიხმარენ სიგარეტს, მათთვის გახურებადი თამბაქო არის კარგი ალტერნატივა,”- ამბობს პროფესორი მიხეილ შავდია.

ამასთან, მიხეილ შავდია ამბობს, რომ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი დამოკიდებულება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით და აუცილებელია გაძლიერდეს სიგარეტის მოხმარების საწინააღმდეგო კამპანია, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებთან მიმართებით.