მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-ს მრჩეველთა კომიტეტმა 5-11 წლამდე ბავშვების ფაიზერით აცრას მხარი დაუჭირა

6178ffce7f8d6
მარიამ ვარადაშვილი
27.10.21 11:25
501
ექსპერტთა კომიტეტმა აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციას (FDA) 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ფაიზერის ვაქცინის გამოყენება ურჩია, რამაც 28 მლნ ბავშვის აცრის შესაძლებლობა გააჩინა.

თუ FDA კომიტეტის ამ რჩევას მიიღებს, რაც როგორც New York Times წერს, მოსალოდნელია და მას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) დაამტკიცებს, ბაიდენის ამინისტრაციას ვაქცინაციის პროცესის გაფართოება მოუწევს.

NBC წერს, რომ FDA და CDC 5-11 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ფაიზერით ვაქცინაციას ავტორიზაციას, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში მიანიჭებს. თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკმარისი ვაქცინების წარმოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-მა 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრისთვის FDA-ს ავტორიზაციის თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა. BBC CDC-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკობრივ ჯგუში კოონავირუსის შემთხვევებმა ჯამში 1.8 მილიონს მიაღწია.